პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროკავშირს ბლოკის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს, – ინფორმაციას “ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაზსადენის გახსნა გადამწყვეტი ნაბიჯია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

508 კმ სიგრძის მილსადენი, რომელიც პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს აკავშირებს, საბოლოოდ ორივე მიმართულებით წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებას შეძლებს. რეგიონში არსებული კავშირების წყალობით, ევროპის გაზსადენის ფართო ქსელზე წვდომა ლატვიას, ესტონეთსა და ფინეთსაც ექნებათ.

„დღეს ჩვენ ვხსნით ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დედაქალაქ ვილნიუსთან გამართულ ცერემონიაზე.

„ეს არის პასუხი რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფოს დაზვერვა – რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს
შემდეგი სტატიავაშაძე – კელი დეგნანზე „ოცნების“ პროპაგანდისტების თავდასხმა საგანგაშოა