გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა – რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს

მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაზე სახმელეთო შეტევას აგრძელებენ. შეტევა ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაპირველი განცხადებით, ისინი „აზოვსტალის“ ქარხნის დახურვას შეეცდებოდნენ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი ყველანაირად შეეცდება მარიუპოლში გარკვეულ წინსვლას 9 მაისამდე მიაღწიოს, რათა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს სიმბოლური წარმატება აღნიშნოს.

„მარიუპოლში რუსეთის ძალისხმევა პერსონალის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის დანაკარგების ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინული წინააღმდეგობა გრძელდება „აზოვსტალში“, რუსული დანაკარგები კვლავ გაიზრდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

წინა სტატიაშიჯონსონი – პუტინი ვერასდროს გატეხს უკრაინელი ხალხის სულს, უკრაინა გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი
შემდეგი სტატიაპოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს