პოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მეათე წლისთავთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ მარეკ კუხჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.

სეიმის მარშალმა მინისტრს სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია გადასცა და პოლონეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ხაზი გაუსვა.

ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ასევე პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის დასრულების შემდეგაც გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და სეიმის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გატაცებებს, მკვლელობებსა და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ძალადობრივ აქტებს.

banner
წინა სტატიაშინიკა ჩიტაძე: კიდევ ერთი ამბავი სალომე ზურაბიშვილის მორიგი ტყუილის შესახებ
შემდეგი სტატია,,ივანიშვილს, როგორც ჩანს, მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მართვის მანკიერი მანქანა”