,,ივანიშვილს, როგორც ჩანს, მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მართვის მანკიერი მანქანა”

სისტემა არის იგივე, რაც სააკაშვილის დროს იყო. ივანიშვილს, როგორც ჩანს, მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მართვის მანკიერი მანქანა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ისაუბრა.

„სისტემა არის იგივე, რაც სააკაშვილის დროს იყო. რა გააკეთა ივანიშვილმა?! როგორც ჩანს მას მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მართვის მანკიერი მანქანა და ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადმოებარებინა ეს მანქანა. ჰქონდა ილუზია, რომ ამ ადამიანების მეშვეობით, “ქართული ოცნების“ ე.წ. ელიტის მეშვეობით ამ მანკიერებას, ურჩხულს მართავდა. სინამდვილეში გამომდინარე იქიდან, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი აღმოჩნდა, ამ მანკიერმა სისტემამ მძევლად აიყვანა ისინი და ივანიშვილს ამის შეცვლის არანაირი რესურსი არ აქვს. სურვილიც არ აქვს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა სისტემის შენარჩუნებაა. „მას ძალიან მცირე ამოცანა გაუჩნდა, სისტემის შენარჩუნება. დაწვრილმანდა აქამდე. მან ფაქტობრივად სისტემაში მოკალათებულ ადამიანებს რა უთხრა გუშინდელ გამოსვლაში, რომ თუ ჩემს გვერდით იქნებით, ყველაფერზე დაგიცავთ, მე ვიქნები თქვენი მთავარი „გამპრავებელი“, რომ მეტყვიან აუზი, ვეტყვი წყალი არ უსხია, ესეიგი უფრო იაფი ღირს, რომ მეტყვიან ფარცხალაძე, ვეტყვი ფარცხალაძე ანგელოზია, ვინც ჩემთან არ იქნებით მათ პრობლემები ექნებათ“, – განაცხდა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მეათე წლისთავთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიასააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა