ნიკა ჩიტაძე: კიდევ ერთი ამბავი სალომე ზურაბიშვილის მორიგი ტყუილის შესახებ

კიდევ ერთი ამბავი სალომე ზურაბიშვილის მორიგი ტყუილის შესახებ

რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში თავის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში ახალგორის რაიონი მხოლოდ იმიტომ დაიკავა, რომ ეს რაიონი თავის დროზე, კერძოდ 2006 წელს წინა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას (ყველას გვახსოვს ეს პროქართული ადმინისტრაცია დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით საქართველოს წინა ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნა) დაუქვემდებარა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია უკვე წლების განმავლობაში ავრცელებს ანალოგიურ დეზინფორმაციას როგორც ახალგორის რაიონთან, ასევე ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით. თურმე რუსეთმა ზემო აფხაზეთი იმიტომ დაიკავა, რომ თავის დროზე წინა ხელისუფლების დროს ამ ტერიტორიას “კოდორის ხეობის” ნაცვლად “ზემო აფხაზეთი ეწოდა”. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა. სინამდვილეში კი საქმის რეალური ვითარება გახლავთ შემდეგი: როდესაც საბჭოთა რუსეთის ზეწოლის შედეგად 1922 წლის 20 აგვისტოს ქართველი ბოლშევიკების მიერ შექმნილ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, მის შემადგენლობაში შეიყვანეს ლენინგორის, ახლანდელი ახალგორის რაიონი. შესაბამისად ახალგორი (ყოფილი ლენინგორი) 1990 წლის 11 დეკემბრამდე, ანუ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმებამდე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა და რუსეთმა სწორედ იმ ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, რომელიც ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ისტორიულ საზღვრებში” შედიოდა. იგივე ეხება აფხაზეთს, ზემო აფხაზეთის ოკუპაცია იმიტომ კი არ განხორციელდა , რომ მას სახელი შეეცვალა და “კოდორის ხეობის” ნაცვლად “ზემო აფხაზეთი” ეწოდა, არამედ იმიტომ რომ ეს ტერიტორია კომუნისტური მმართველობის დროს და მის შემდეგაც შედიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში (კერძოდ გულრიფშის რაიონს ეკუთვნოდა) და მას ქართული მხარე აკონტროლებდა. რუსული მხარე ასევე გაღიზიანებული იყო იმითაც, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც მანამდე რუსეთის აგენტის, ემზარ კვიციანის ბანდფორმირებები აკონტროლებდნენ, 2007 წლიდან საქართველომ ჯარების შეყვანით საკუთარი იურუსდიქცია გააძლიერა და რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. აი ეს გახლავთ რეალობა-წერს ნიკა ჩიტაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიკიბერ შეტევაა რუსთავი 2ის საიტზე
შემდეგი სტატიაპოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მეათე წლისთავთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო