“პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ” – გამყრელიძე კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეებზე წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ “პოლიტიკურ კომენტარებს” არ აკეთებს.

“ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია” – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს.

კითხვაზე, წყლის ჭავლის გამოყენება არ შეუქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს? – ამირან გამყრელიძე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ეს პოლიტიკური კითხვაა.

“არა, ქალბატონო, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ… მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, ქალბატონო, გესმით თქვენ თუ არა, ეს” – მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ის არის სუბიექტური
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რამდენიმე ადგილზე ცეცხლი დაანთეს.