პოლიტიკურ გაერთიანებაში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარი თქვა.
ამასთან, პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ლაგაზიძემ პარტია დატოვა.
„ხათუნა ლაგაზიძემ თავად თქვა უარი საარჩევნო სიაში ყოფნაზე, თუმცა პარტიაში რჩება და მუშაობას აგრძელებს“,- აცხადებენ პარტიაში.