ირაკლი კობახიძე – ჩვენი დაპირებები არის ამბიციური და რეალისტური

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა არსებული ვითარებისა და გამოწვევების ძალიან სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება“ აღმასრულებელმა მდივ ანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბებულია დაპირებები. ეს დაპირებები იქნება, როგორც ამბიციური, ისე რეალისტური. ამ დაპირებებით წავრსდგებით ამომრჩევლის წინაშე“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პროგრამა აუცილებლად შესრულდება.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტზე, რომელსაც ჩვენი ლიდერი წარადგენს. ჩვენი სლოგანია – თავისუფლება, სწრაფი განვითარება. წარვადგენთ ძალიან კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა სწრაფად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შედეგი უნდა იყოს ყველა ოჯახის, თითოეული ადამიანის კეთილდღეობა“,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურ გაერთიანებაში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აცხადებენ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ საარჩევნო სიაზე უარი თქვა
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს