ლევან იზორია – მეტი ნატო იქნება საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებითა და ერთობლივი წვრთნებით

მეტი ნატო იქნება საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებითა და ერთობლივი წვრთნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ წვრთნისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში განუცხადა, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს გენერალური მდივნის ალექსანდრე ვერშბოუს ხელმძღვანელობით სტუმრობდა.
მისი თქმით, ეს ცენტრი არის ნატო-საქართველოს ერთობის დადასტურება. ”კონკრეტული გზავნილები, რაც ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის ფარგლებში ბატონმა ელჩებმა განაცხადეს იყო ის, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ვარშავის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოსი, რაც იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს მიმართ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება. მეორე გზავნილი, რაც ელჩების უმეტესობამ განაცხადა არის ის, რომ საქართველო არის განსაკუთრებული პარტნიორი, სადაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი იმ კონტრიბუციის, რომელსაც ჩვენ ვეწევით მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში იმ პროფესიონალიზმის და ნდობის მაღალი ხარისხით, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებენ საერთაშორისო მისიებში და ნატოსთან თანამშრომლობის თვალსზრისით. მთავარი გზავნილი არის, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. მეტი ნატო იქნება საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებით და ერთობლივი წვრთნებით. ეს ცენტრი, სადაც დღეს ვიმყოფებით არის სწორედ გამოხატულება და დადასტურება ნატო-საქართველოს ერთობის”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიამ გორის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
შემდეგი სტატიაპოლიტიკურ გაერთიანებაში „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ აცხადებენ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ საარჩევნო სიაზე უარი თქვა