პოლიციელის სავარაუდო ძალადობაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

ხონში 27 წლის თორნიკე კაკაურიძის მიმართ, პოლიციელების სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოშია, მას ტვინის შერყევა აქვს, მოტხეილი აქვს ფეხი და ჩამტვრეული აქვს ნეკნები.

მიუხედავად საფუძვლიანი ეჭვის არსებობისა, რომ 27 წლის თორნიკე კაკაურიძეზე სამართალდამცველებმა იძალადეს და სასტიკად სცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება კაკაურიძის საქმეზე, მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ახალგაზრდას შორის კომენდანტის დარღვევის გამო დაიწყო. პოლიცია ამტკიცებს, რომ თორნიკე კაკაურიძე ნასვამი იყო, მათ არ დაემორჩილა და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა, რაც დაკავების მიზეზი გახდა. ოჯახი მოძალადეების დასჯას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია
შემდეგი სტატიაზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლაზე უარი თქვა