„როიტერი“ – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ინდური ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ინდური – დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს დელტა და კაპპა ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 90%-ით ამცირებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია აშშ-ში კარლ გერშმანს და მირიამ ლანსკოის შეხვდა
შემდეგი სტატიაპოლიციელის სავარაუდო ძალადობაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო