ზაზა გახელაძის მამამ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლაზე უარი თქვა

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძემ საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაიფიქრა. მისი თქმით, ითვალისწინებს პატრიარქის თხოვნას და ხელისუფლებას მისი შვილის უკან დასაბრუნებლად ერთ თვიან ვადას აძლევს.

ოჯახი დღეს საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან აქციას მაინც გამართავს. ისინი რამდენიმე საათში კასპში, ქვემო ჭალაში შეიკრიბებიან და მსვლელობით ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლებენ.

ადგილზე დილიდან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის სავარაუდო ძალადობაზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაჯანმო – მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა