პოლიციელი, რომელიც “ნოვიჩოკის” მოწამვლით ჰოსპიტალში მოათავსეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა

ბრიტანეთის ეიმსბერის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” მოწამვლის დიაგნოზით სოლსბერის საავადმყოფოში დააწვინეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა. “მოხარულები ვართ დავადასტუროთ, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სოლსბერის რაიონულ საავადმყოფოს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართა, გამოკვლეულ იქნა და დადგინდა, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს” – პოლიციის “ტვიტერ” ბლოგზე წერია.

გუშინ გავრცელდა, რომ პოლიციელი, რომელმაც ეიმსბერიში ორი მოწამლული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორე დღეს თვითონაც ჰოსპიტალში მოათავსეს. საგრაფოს პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაშავებულმა, თავდაპირველად ქალაქ სუინდონში Great Western Hospital-ს მიმართა, რომლის შემდეგადაც სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც 67 კმ-შია. სოლსბერის საავადმყოფოში მანამდე სერგეი და იულია სკრიპალები და კიდევ სამი ადამიანი გადიოდა მკურნალობას, რომლებიც, პოლიციის ინფორმაციით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩიკით” იყვნენ მოწამლული.

30 ივნისს ქალაქ ეიმსბერის ორი მკვიდრი ჩარლი როული და დონ სტერჯესი საავადმყოფოში მოათავსეს. 4 ივლისს დადგინდა, რომ ისინი “ნოვიჩოკით” იყვნენ მოწამლული.
მარტში ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია
შემდეგი სტატიახორვატ ფეხბურთელზე, რომელმაც “დიდება უკრაინას” დაიძახა, ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა