თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 73 დაშავებულია

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ტეკირდაგის პროვინციაში მატალებელი რელსებიდან გადავიდა. გარდაცვლილია ათი და დაშავებულია 73 ადამიანი – Daily Sabah-ი ავრცელებს. დაჭრილების ევაკუირება ვეტმფრენით მოხდა. ადგილზე მუშაობდა ასზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. ქალაქ ჩორლუს მერია, სადაც დაჭრილები არიან გადაყვანილი, მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. გამოცემის ინფორმაციით, სულ მატარებელში 360 მგზავრი იყო, ისინი ედირნედან სტამბოლში მიდიოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხშირმა წვიმებმა გზის ქვეშ რელსებსა და სანიაღვრე არხებს შორის გრუნტი გამორეცხა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშიარაცოცხლების სოფელი – ეს საშინელებათა ფილმი არ არის
შემდეგი სტატიაპოლიციელი, რომელიც “ნოვიჩოკის” მოწამვლით ჰოსპიტალში მოათავსეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა