ხორვატ ფეხბურთელზე, რომელმაც “დიდება უკრაინას” დაიძახა, ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა

ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა ხორვატი ფეხბურთელი დომაგო ვიდა გააფრთხილა ფრაზისთვის “დიდება უკრაინას”, რომელიც მან რუსეთის გუნდის დამარცხების შემდეგ თქვა. კომიტეტმა შეისწავლა ვიდეო, რომელიც ხორვატების გამარჯვების შემდეგ იყო გადაღებული და დაადგინა, რომ გამონათქვამი ეწინააღმდეგება fair-play-ის პრინციპებს.
თვითონ ფეხბურთელმა განმარტებაში თქვა, რომ იხუმრა.”არანაირი პოლიტიკა. ეს ხუმრობაა. მე იქ კიევის “დინამოდან” მოყოლებული მეგობრები მყავს. ცუდი არაფერი მიფიქრია. არ მინდა ფეხბურთი და პოლიტიკა ავურიო. მე მიყვარს რუსები, მე მიყვარს უკრაინელები, მე მიყვარს ბრაზილიელები, მე ყველა მიყვარს” – თქვა ფეხბურთელმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელი, რომელიც “ნოვიჩოკის” მოწამვლით ჰოსპიტალში მოათავსეს, ჯანმრთელი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაიტალია საკუთარ პორტებში არ მიიღებს გემებს მიგრანტებით