პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უწყობს, ძალადობის ზრდას

სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საქართველოს მასშტაბით არსებულ წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი, ოპოზიცია ეხმაურება. ოპოზიციას არ უკვირს საგანგაშო სტატისტისკური მაჩვენებელი. მათი თქმით, ამის მიზეზი უამრავი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეა.

„ის, რომ გაუარესებული არის მდგომარეობა წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ეს უკავშირდება იმას, რომ უამრავი მიმართვის მიუხედავად სახალხო დამცველისა, არცერთი მსგავსი საქმე გამოძიებული არ იქნა ხელისუფლების მხრიდან. გამოუძიებელი რჩება პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტები და რა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს, რომ ძალადობა იზრდება და სტატისტიკა უარესდება,“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, ანგარიში ნათლად ასახავს იმას, რასაც ოპოზიცია ამდენი ხანია ამბობს. დეპუტატი ამბობს, რომ ყველა გახმაურებული საქმე გამოუძიებელი რჩება და ხელისუფლება არც აპირებს მათ გამოძიებას. ერთ-ერთ ასეთ საქმედ სამადაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს გამოჰყოფს.

​სახალხო დამცველის დასკვნით, მხოლოდ ბათუმის პოლიციის განყოფილებებში ცხრაჯერ გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სამართალდამცველებმა სცემეს და აწამეს. დგინდება, რომ აჭარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე სუსტი რგოლია და ძალადობისა და ცემის ფაქტების საერთო რაოდენობის 40 პროცენტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის.

banner
წინა სტატიაში“მათრიეს მიწაზე” – ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაამ საქმის 3% მაინც, რომ გამჟღავნდეს, თავზე დაემხობათ ამათ ქვეყანა – მალხაზ მაჩალიკაშვილი ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება