ამ საქმის 3% მაინც, რომ გამჟღავნდეს, თავზე დაემხობათ ამათ ქვეყანა – მალხაზ მაჩალიკაშვილი ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება

თემირლან მაჩალიკაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობების გახმაურებული საქმეები სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, ანგარიშში წერია, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც თემირლანის წინააღმდეგ გამოიყენეს და რასაც ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა საქმეს, რის საფუძველზეც საქმის მასალებზე დაშვება ითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველს უარი უთხრა. ამასთან, დღემდე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დაზარალებულად არ არიან ცნობილი.

„ვითომ ხალხის წინაშე, ხალხის თვალში რაღაც აქვთ მტკიცებულებები გასაიდუმლოებული, მაგრამ სინამდვილეში იქ არაფერია ნინომ რომ ჩაიხედოს. ფაქტებთაც შემიძლია დავადასტურო, რომ იქ ჩასახედი არანაირი საქმე არ არის, არანაირი გასაიდუმლოებული არ არის. მტკიცებულებები არ არის. დღეს ისეთი სიტუაცია დგას ქვეყანაში, ამ საქმის 3 პროცენტი მაინც, რომ გამჟღავნდეს ამათ თავზე დაექცევათ ეს ქვეყანა. ამაში ვარ დარწმუნებული. საგამოძიებო კომისიას ჩვენ ისევ ვითხოვთ. აქ ყველაფერი ნათლად ჩანს. მე მებრძვის პროკურატურა, მებრძვის პარლამენტი, ხელისუფლებაც მებრძვის და ივანიშვილიც მებრძვის. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არანაირი სიმართლე არ გამჟღავნდეს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს საქმე ჩაკლან,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება და დღემდე ვერ მოხერხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ძიების საწყის ეტაპზე იქნა დაშვებული.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უწყობს, ძალადობის ზრდას
შემდეგი სტატიაჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მაღალი მაჩვენებელი იყოს წარმოდგენილი რეკომენდაციების გაზიარების – უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს