“მათრიეს მიწაზე” – ოზურგეთში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირების შედეგად დაშავებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ოზურგეთში მოქალაქესა და პატრულის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გახდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველთან უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმას აპროტესტებდა რა დროსაც მასზე იძალადეს.

ნუგზარ შურუპოვი ამ დროისთვის “მედ ალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, მას სამართალდამცველებთან შელაპარაკების დროს გულის შეტევა მოუვიდა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რა დროსაც მან დაზიანებები მიიღო

“მოვიდნენ და ჯარიმას მიწერდნენ, 60 ლარი მაქვს პენსია და კიდევ ჯარიმის გადახდა? ამის გამო საბუთები რომ არ მივეცი მათრიეს მიწაზე, დაგაკავოთ უნდაო. მე ვუთხარი ვალიდოლი მაქვს, გულზე სტენდი მაქვს ჩასმული, რას აკეთებთთქო. სანამ სასწრაფო არ მოვიდა, არ გავიდა არაფერი,” – აცხადებს ნუგზარ შურუპოვი.

banner
წინა სტატიაშიქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატიაპოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოუძიებლობა ხელს უწყობს, ძალადობის ზრდას