პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე სიტყვიერად გააფრთხილა

პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლე სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა, თუმცა სანქცია არ გამოუყენებია.

დაცვის მხარის განმარტებით, სამართალდარღვევა საერთოდ არ ფიქსირდება, ამიტომ ისინი საქმის სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებენ.

ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს, საიდანაც გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ ლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე, პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო
შემდეგი სტატიანოდარ ხადური : ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ