2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე, პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღმართულ წირვას დაესწრო.

წირვა ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ერთად ექვსმა მიტროპოლიტმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა.

დღესვე გიორგი მარგველაშვილმა გორში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

banner
წინა სტატიაშინიგერიის ახალგაზრდული ნაკრები სოხუმში ჩავიდა
შემდეგი სტატიაპოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, მოსამართლემ ზურაბ ჯაფარიძე სიტყვიერად გააფრთხილა