პოლიციამ ქვემო ქართლში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ
საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ,
ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად
დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1
კილოგრამამდე „ჰეროინს“ შეიცავს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-
შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს – ვაქვინაციას სახელმწიფო ანაზღაურებს