ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს – ვაქვინაციას სახელმწიფო ანაზღაურებს

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 10:07

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს – ვაქვინაციას სახელმწიფო ანაზღაურებს

გართულებული ეპიდმდგომარეობის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას გრიპის ვაქცინის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის ვაქცინას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე მობილიზებულია ორასი ათასზე მეტი ვაქცინა.

“როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს აფინანსებს სრულად სახელმწიფო. დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გადახადა გარკვეული თანხის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ეს დაუშვებელია, იმიტომ, რომ მაქვს გარკვეული ინფორმაცია, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებები სთხოვენ ჩვენს მოქალაქეებს ფორმის გახსნაში, ექიმის კონსულტაციაში. ეს ყველაფერი ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით ან შესაბამისი სადაზღვევო პროგრამებით,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 5, 2020 10:07