ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ისნის ნომერ მეხუთე საარჩევნო ოლქთან დაპირისპირებისას პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძეა, ასევე აქტივისტი გიორგი ფხალაძე.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიაზე დავით ჭიჭინაძე გამოჩნდა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა მოითხოვა.

ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

ისნის საარჩევნო ოლქთან აქციაზე იმყოფება მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი გიგა მაქარაშვილი.

ისნის ნომერ მეხუთე საარჩევნო ოლქთან აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე.

 

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – თუ ხმები არ მოგიპარავთ, დაასწარით ეს ხალხი სხდომებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქვემო ქართლში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 1 პირი