პოლიციამ ლამბალოდან გატაცებული გოგონა იპოვა

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ. გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. უწყების ცნობით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ამ დროისათვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი“,- აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაში“სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება”- რომან გოცირზე
შემდეგი სტატიაჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა – კახიშვილის პირველი კომენტარი