“სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება”- რომან გოცირზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ „მირზა სუბელიანი დღეს არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მას მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება“.

„პირველი ჩანაწერი იყო ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების ლუსტრაცია. ვერაფრით გადაფარეს ეს, მათ შორის ვერც ციხეში დადგმული ჩანაწერით. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ, რომ ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად. ხელისუფლების გარეთ მყოფი პირები მართავენ ქვეყანას თავიანთი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების შესაბამისად. ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არის ციხეში, რომელმაც აღიარა საკუთარი დანაშაული და ამ დანაშაულში მონაწილე ჩინოვნიკები. მან ძალიან დაიმძიმა თავისი ბედი და მომავალი. თუკი ის ელოდა, რომ 1 წელს მიუსჯიდნენ, ამ ჩანაწერების მიხედვით, აქ საქმეა ძალიან მძიმე დანაშაულთან”,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავამარცხოთ „ქოციზმი“ – ნიკა რურუა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ლამბალოდან გატაცებული გოგონა იპოვა