ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა – კახიშვილის პირველი კომენტარი

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, პირველ კომენტარს აკეთებს.

კახიშვილი ამბობს, რომ მასსა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი. რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული, იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.

“თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში. იქაც აღნიშნავს, რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო,“-ამბობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე იგი იმყოფებოდა კახიშვილთან და შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ლამბალოდან გატაცებული გოგონა იპოვა
შემდეგი სტატია„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი” – გიორგი ქობულია