პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ
მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 2001 წელს დაბადებულ
ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი
მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, ზუგდიდში ოპერაცია ამ შედეგით დასრულებულიყო
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : დღესაც მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოხდება