პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 11:45

პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი –
2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს
ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს,
ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 11:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,213
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics