გიგა ბოკერია : ხელისუფლების ცვლილება, ეს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანად, არჩევნების გზით

ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა.

“დაშინების, მოსყიდვის და ძალადობის გზავნილის გარდა “ოცნების” გზავნილია, რომ ჩვენ კი არაფრის მაქნისები ვართ და ცუდები ვართ, კორუფციაც არის, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და არაფრის მაქნისები არ ვართ, მაგრამ იცოდეთ, რომ თუ ჩვენ წავაგეთ იქნება უბედურება და ძალადობა.

ამიტომ დემოკრატიული ოპოზიციის პასუხისმგებლობაა და “ევროპული საქართველო” სწორედ ამას აკეთებს, რომ ამომრჩეველი, რომელიც აღარ უჭერს “ოცნებას” მხარს, მკაფიოდ ვეუბნებით, რომ არანაირი არეულობა არ იქნება. საფრთხე არ შეიძლება დაემუქროს იმ ხალხს, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები აქვს. ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ “ოცნებისგან” განსხვავებით ყველა ამ ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, როდესაც მოხდება ხელისუფლების ცვლილება, ეს აუცილებლად მოხდება მშვიდობიანად, არჩევნების გზით”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან საბურავების მოპარვისთვის ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა