პოლიცია შეცდომით პენსიონერის სახლს დაესხა თავს, ის კი მათ ყავით გაუმასპინძლდა

გერმანიაში, ქალაქ ლუდენშაიდში, რომელიც ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწაზე მდებარეობს, მძიმედ შეიარაღებული პოლიცია შეცდომით პენსიონერის სახლს დაესხა თავს. პოლიციის მიზანი ბოროტმოქმედი ბაიკერი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამართალდამცველებს არასწორი მისამართი ჰქონდა, რომლის შედეგადაც ისინი 88 წლის ჰელგა მაკენბახის სახლში მოხვდნენ. შტურმის დროს ჰელგას იწვა – ადგილობრივ მედიაზე დაყრდონობით გერმანული “ლოკალი” წერს. პოლიციამ მომხდარი შეაფასა, როგორც “სამწუხარო შეცდომა”. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
შტურმის დროს ჰელგა მაკენბახს ეძინა. “პოლიციელები შოკში ჩავარდნენ, როცა მოხუცი ქალი ნახეს” – ამბობს პენსიონერი, რომელსაც პოლიციამ სახლის კარები და ფანჯარებიჩაუმტვრია. როცა გაირკვა, რომ შეცდომა მოხდა, ჰელგამ დაუპატიჟებელი სტუმრები ყავაზე დაპატიჟა და ნამცხვრით გაუმასპინძლდა. პენსიონერი, ყველას გასაკვირად, სიმშვიეს ინარჩუნებდა. პოლიციამ სახლიდან წასვლამდე მღვდელს დაურეკა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია გააგრძელეს, მათ იპოვეს ბაიკერი, რომელიც ორი სახლის მოშორებით ცხოვრობდა, დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაუშვეს – წერს “ლოკალი”.

banner
წინა სტატიაში“ერთადერთი, ლოგიკური მოლოდინი უდანაშაულოდ ცნობაა” – განაჩენი წლის ბოლომდე დადგება
შემდეგი სტატიამეიმ განაცხადა, რომ 2022 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს