“ერთადერთი, ლოგიკური მოლოდინი უდანაშაულოდ ცნობაა” – განაჩენი წლის ბოლომდე დადგება

დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ გიორგანაშვილის საქმეზე განაჩენი წლის ბოლომდე დადგება. ბრალდების მხარე კი დღევანდელ სასამართლოზე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებას შემდეგ კი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, რეანომობილის მძღოლს ჯაბა ხულორდავას დაკითხავენ.

გიორგანაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არსებული საქმე აბსურდულია, ვინაიდან საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის

„დღეს უნდა დაიკითხოს რეანომობილის მძღოლი. ეს მოწმე გიოგი გიორგანაშვილის წინა ბრალდების საქმეზეც დაიკითხა და გააჟღერა აბურდული, მტკიცებულებების გარეშე მოგონილი ფაქტები, თითქოს, გიორგანაშვილმა მას თურქეთში რაღაც ნარკოტიკული საშუალება გადასცა, რისი მტკიცებულებაც არ არსებობს.

ეს ის მოწმეა, რომელმაც 4-ჯერ შეცვალა თავისი ჩვენება. ასევე, წინა საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ, რომელზეც განაჩენია დამდგარი, მას ხელსაყრელი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეს საქმე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ არის აბსურდული, ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის. თუ წინა საქმეში, ორი პოლიციელი იყო, რაც არასაკმარისი სტანდარტია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, აქ არც ერთი ხელშესახები მტკიცებულება არ არსებობს…ერთადერთი, ლოგიკური მოლოდინი რაც ამ საქმეზე შეიძლება იყოს, გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობაა”, – აცხადებს მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალა“) შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენიტის შემდეგ დაპირისპირება სოციალურ ქსელში გადაინაცვლა
შემდეგი სტატიაპოლიცია შეცდომით პენსიონერის სახლს დაესხა თავს, ის კი მათ ყავით გაუმასპინძლდა