მეიმ განაცხადა, რომ 2022 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის კონსერვატორებს არ უხელმძღვანელებს – The Guardian-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მეის სურვილია, მომავალ არჩევნებზე პარტიას უხელმძღვანელოს, თუმცა, ასეთი სურვილი მის თანაპარტიელებს არა აქვთ. “მან თქვა, რომ გაიაზრა, რომ ბევრს მისი პარტიის ხელმძღვანელობა არ სურს მომდევნო არჩევნებზე” – კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეიმს კლეველმა განაცხადა. ადრე კომიტეტ 1922-ის მეთაურმა გრემ ბრეიდიმ თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს პარტიის წევრები მეის ნდობის საკითხს კენჭს უყრიან.
სავარაუდოდ, კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია შეცდომით პენსიონერის სახლს დაესხა თავს, ის კი მათ ყავით გაუმასპინძლდა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა