ფხენიანი ატომური დარტყმით ემუქრება აშშ-ს

აშშ-ს მცდელობა, ჩრდილოეთ კორეას პრევენციული დარტყმა მიაყენოს, “კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს” – ამის შესახებ საუბარია ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის მშვიდობის კომიტეტის განცხადებაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გაზეთ “ნოდონ სინმუდ”-ში გამოქვეყნდა – წერს Reuters-ი.
ფხენიანმა აშშ-სგან მოითხოვა დაუყოვნებლივ “შეწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მანიოვრები და მის ირგვლივ, კორეის ნახევარკუნძულზე განთავსებული ატომური საშუალებების დაუყოვნებლივ გატანა” მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს აშშ-სა და სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები Key Resolve-ი დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხევვაში ამერიკა ფხენიანს სამხედრო პასუხს გასცემს.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოზე 9 წლის გოგონა ლიფტის შახტაში ჩავარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგერმანულმა ბანკმა პარტნიორებს შეცდომით მილიარდობით დოლარი გადაურიცხა