პიზის კოშკმა “ვარდნა” შეწყვიტა და “გასწორდა”

პიზის კოშკის დახრის კუთხე ნაკლები გახდა – ღირსშესანიშნაობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია იტალიაში. ექსპერტების თქმით, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს ადევნებდნენ თვალყურს, უკანასკნელი 20 წლის მანზილზე 57 მეტრის კოშკი 4 სანტიმეტრით გასწორდა. “თითქოს ის ორი საუკუნით ახალგაზრდა გახდა პროფესორმა სალვატორე სეტისმა თქვა. ტურისტებმა, რომელთაც ფოტოებზე კოშკის “შეკავება” უყვართ, უკვე შენიშნეს განსხვავება.
საერთაშორისო კომისია, რომელსაც პოლონელი ექსპერტი მიხალ იამიორსკი ხელმძღვანელობდა, სარესტავრაციო სამუშაოებს 1993-2001 წლებში ასრულებდა. საბოლოოდ, დახრის კუთხე 45 სმ-ით გაასწორეს, რაც დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაჯდა – “ბიბისი” წერს.
პიზის კოშკი 1173 წელს ააშენეს. აშენებიდან ხუთ წელში მან “ვარდნა” დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახური – სახელმწიფოს შპს „ოჯთ“-სთვის საბიუჯეტო დავალიანებიდან არც ერთი თეთრი არ უპატიებია
შემდეგი სტატიამოროკოელმა აღიარა, რომ საყვარელი მოკლა და მისი ხორცი მუშებს აჭამა