მოროკოელმა აღიარა, რომ საყვარელი მოკლა და მისი ხორცი მუშებს აჭამა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაროკოელი ქალი საკუთარი საყვარლის მკვლელობაშია ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, მან საყვარელი ჯერ მოკლა, შემდეგ კი მისი ხორცისგან საჭმელს უმზადებდა პაკისტანელ მუშებს. შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ბლენდერში ადამიანის კბილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მკვლელობა აღიარა – “ბიბისი” წერს. ბრალდებული მოკლულ მამაკაცთან ერთად 7 წელი ცხოვრობდა. ბრალდებულს სამედიცინო ექსპერტიზა დაენიშნა.

banner
წინა სტატიაშიპიზის კოშკმა “ვარდნა” შეწყვიტა და “გასწორდა”
შემდეგი სტატიაპროკურატურა მალხაზ კობაურის საქმეზე განცხადებას ავრცელებს