შემოსავლების სამსახური – სახელმწიფოს შპს „ოჯთ“-სთვის საბიუჯეტო დავალიანებიდან არც ერთი თეთრი არ უპატიებია

სახელმწიფოს არც ერთი თეთრი საბიუჯეტო დავალიანებიდან არ უპატიებია შპს „ოჯთ“-სთვის, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი 52-მილიონიანი დავალიანების მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა წარმოების ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, კომპანიის ანგარიშს მოუხსნა ინკასო, ყადაღა მოეხსნა საბრუნავ საშუალებებს, ასევე, „ოჯთ“-მ, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა აქციზური მარკები წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

„გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურმა კომპანიას შესთავაზა წარმოედგინათ ვალის მომსახურების გრაფიკის თაობაზე გონივრული წინადადებების პაკეტი. აღნიშნული შეთავაზების საპასუხოდ“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურმა კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან აბსურდული და ყოვლად მიუღებელი წინადადებები მიიღო.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იმედი“ ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიაპიზის კოშკმა “ვარდნა” შეწყვიტა და “გასწორდა”