,,პირველად მესმის, რომ საკრებულოს ოპოზიცია მიბარებს, გავერკვევი დაბარების საფუძველში, არ მივალ, მაგრამ ინფორმაციას მივაწვდი”

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიაში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით საკრებულოში მისვლას არ გეგმავს, თუმცა მზადაა საკრებულოს ოპოზიციას ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მივა თუ არა ის საკრებულოში, სადაც ოპოზიცია მერიაში დასაქმებული 500 ადამიანის გამო დედაქალაქის მერს მოადგილესთან ერთად იბარებს.
როგორც ნარმანიამ განმარტა, აღნიშნულის თაობაზე მას ინფორმაცია საერთოდ არ აქვს.
’’პირველად მესმის თქვენგან, რომ საკრებულოს ოპოზიცია მიბარებს. გავერკვევი დაბარების საფუძველში. არ მივალ, მაგრამ ინფორმაციას მივაწვდი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატიაშიმშილობის მესამე დღე – რკინიგზელების თქმით, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება