არსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ სავარაუდო მკვლელი უკვე დაკავებულია. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები დღეს იმყოფებოდნენ მის დასაკავებლად უკლებას ქუჩაზე.
მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოკითხეს. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივენესუელას ციხეში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი დაიღუპა
შემდეგი სტატია,,პირველად მესმის, რომ საკრებულოს ოპოზიცია მიბარებს, გავერკვევი დაბარების საფუძველში, არ მივალ, მაგრამ ინფორმაციას მივაწვდი”