შიმშილობის მესამე დღე – რკინიგზელების თქმით, მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება

 

გაფიცული რკინიგზელების აქცია და შიმშილობის მესამე დღე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა ის დღეს კვლავ აქციაზე დაბრუნებას გეგმავს.

გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნებიც გააცნეს, თუმცა ადმინისტრაცია მათ პირობებს ოფიციალურად არ თანხმდება.

დღეს 18:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია, და მოშიმშილეებს სოლიდარობის ნიშნად რკინიგზის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდებიან.

„დღეს სოლიდარობის აქცია გაიმართება და ამ აქციის შემდეგ მოშიმშილეებს შემოუერთდებიან სხვა ადამიანები. ანუ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება. კატეგორიულად უარს აცხადებს რკინიგზა დიალოგზე, რაც კანონდარღვევაა და ასეთი პროვოკაციული ქმედებების მსხვერპლი ვართ,“ – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.

თავად მოშიმშილეები ამბობენ, რომ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მათ დაპირებებს მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვიერად აძლევენ. მათი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები საცხოვრებელი და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არ შესრულდება.

საქართველოს რკინიგზა მოშიმშილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მოაწერონ ხელი შესაბამის ბრძანებულებას და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

banner
წინა სტატიაში,,პირველად მესმის, რომ საკრებულოს ოპოზიცია მიბარებს, გავერკვევი დაბარების საფუძველში, არ მივალ, მაგრამ ინფორმაციას მივაწვდი”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს