პირველად გნახეთ, როცა „ივერიასთან“ მანქანით გადმომატრიალეთ იარაღით ხელში

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხადებით, ის მთავრობას ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დაწყებას უსურვებს, რათა 2006 წლიდან მოყოლებული ყველა უბედურება გაიხსენოს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კვიციანმა კოდორის ხეობისა და მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, როგორ მოვხვდი აფხაზეთის გავლით რუსეთში?! პატიცევმულებო, საითაც ნადირივით სარეკი მომიწყვეთ, იქით მოვხვდი მე. ბატონო ბოკერია, 1996 წელი გაიხსენეთ, პრეზიდენტის დამხობა და სად იყავით თქვენ. მაშინ პირველად გნახეთ, როცა „ივერიასთან“ მანქანით გადმომატრიალეთ იარაღით ხელში. მეორედ 2001 წელს პარლამენტში შევხვდით, სადაც საშვით არ იყავით შემოსული;

2002 წელს, დესანტი უჯარმაში, ჩემს სახლში გადმოსხით, რათა ყურადღება უჯარმაზე გადამეტანა და პანკისის ხეობაში არ წავსულიყავი, დესანტი არ გამეგდო; 2006 წელს, ხეობაში უკანონოდ ჯარების გადაყვანა მოხდა და თქვენ რატომ გაგატარეს რუსულ პოსტზე და რატომ გვაწვალებდნენ ჩვენ, როცა ფქვილი და ჰუმანიტარული დახმარება მიგვქონდა? მანქანას ჩამოგვაცლევინებდნენ, იარაღი ხომ არ მიგქვონდა. საშვები მე დავუშვი? – პრორუსულობაზე თითის გაშვერას თავი დაანებეთ;

2007 წლის 12 მარტს, ჩხალთაში დაცხრილული სკოლა გაიხსენეთ, როცა მეორე დღეს, თქვენ და გივი თარგამაძეს დაგეგმილი ბრიფინგი გქონდათ და ეს ემზარ კვიციანს დააბარალოთ. ამ დროს, კვიციანმა დილით მოასწრო შეატყობინა საქართველოს, რომ არაფერ შუაში ვარ. რუსეთში ჩემთან მოდიან და ამის გამო პრობლემებს მიქმნიან. რატომ დაემთხვა ეს? ბრიფინგი ჩაშალეთ, რადგან ემზარ კვიციანმა არ აიღო თავის თავზე, როგორც მერაბიშვილის ტერაქტი ავიღე ჩემს თავზე. თუ დამიმატებთ დროს, ძალიან ბევრს მოგფხანთ გულს, მაგრამ მასმედიით ბევრ რამეს გაიგებთ“, – მიმართა დეპუტატებს კვიციანმა.

 

https://youtu.be/jkYnlfG99LI

banner
წინა სტატიაში(video) მე თქვენ ჭუბერის გზაზე არ მინახიხართ-ასე მიმართა ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს
შემდეგი სტატიაპრემიერი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას რუსთავი2-ის დაკარგვაზე