(video) მე თქვენ ჭუბერის გზაზე არ მინახიხართ-ასე მიმართა ირმა ინაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ ხდომის დატოვებისკენ ფრაქციის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მოუწოდა.

ინაშვილის გაღიზიანება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსთან“ სტრატეგიულ თანამშრომლობას არ აპირებს.

„მე ოდესმე გთხოვეთ სტრატეგიული პარტნიორობა?! აგერ გყავთ სტატეგიული პარტნიორები გიგა ბოკერიას სახით და გააგრძელეთ პარტნიორობა ბოკერიასთან, დავით ბაქრაძესთან, რაც თქვენ გადასარევად გამოგდით. ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“ ვყოფილვართ ამ ქვეყნის დამაზიანებლები“, – მიმართა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნლებს.

“რუსეთს არ ჰყოლია ნაცინალურ მოძრაობაზე უფრო ერთგული თანამშრომლები, აგენტები, სწორედ ამ ხალხმა შეიტანა წვლილი იმაში, რომ წაიღეს ჩვენი მიწების 22%, ამათ გააჩუქეს ქართული მიწების 22% და დღეს სხვებზე ლაპარაკობენ, თითქოს ეს პატრიოტთა ალიანსი არის ჩრდილოელი მეზობლის პროექტი. აგენტები და სპეცსამსახურის თანამშრომლები მოიკითხეთ თქვენს გუნდში. მითუმეტეს, სწორედ ბოკერიას ოჯახის წევრმა, მისმა მეუღლემ მიყიდა გაზპრომის შვილობილ კომპანიას ტელეკომპანია ტაბულას ერთ-ერთი პროექტი , ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების ფულს იღებთ თქვენ და ფინანსდებით სწორედ რუსეთისგან? ამიტომ არ გვინდა იარლიყების მიკერება ერთანეთისთვის. ”-განაცხადა ინაშვილმა.

ფრაქციის ლიდერის აღნიშნული განცხადების შემდეგ, „პატიორტთა ალიანსის“ წარმომადგენლები სხდომათა დარბაზიდან გავიდნენ.

https://youtu.be/wncYmhvl8w4

banner
წინა სტატიაში(video) ნიკა მელიამ ვიქტორ დოლიძეს “გადაუარა”
შემდეგი სტატიაპირველად გნახეთ, როცა „ივერიასთან“ მანქანით გადმომატრიალეთ იარაღით ხელში