პრემიერი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას რუსთავი2-ის დაკარგვაზე

„დღეს დისკუსიის თემაა ის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა დაანახებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მას ესმის ადეკვატურად მათი პრობლემები, რომელი პოლიტიკური ძალა დაანახებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მას გააჩნია კომპეტენცია ქვეყნის წინ წასაყვანად,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც მმართველი გუნდი ლარის კურსის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, დიმიტრი ქუმსიშვილის, დღევანდელი განცხადება წაიკითხა და მას გაუგებარი უწოდა.

„ფინანსური ცოდნის სიმწირის გამო, მოსახლეობას არ შეეძლო, დაეჰეჯირებინათ აღნიშნული ტრანსაქციები. არ ვიცი, რამდენად გესმით ამ დარბაზში ეს, მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს ნამდვილად არ ესმის,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც 2017 წელს პენსიების არგაზრდის გამო მთავრობა ასევე მწვავედ გააკრიტიკა.უმცირესობის ლიდერმა რუსთავი2-ის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას რუსთავი2-ის დაკარგვაზე.

„ეს იქნება ლაქა, რომელიც გაგყვებათ თქვენც, თქვენს ხელისუფლებასაც და, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასაც,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

https://youtu.be/4ZrlvQ8hmE4

banner
წინა სტატიაშიპირველად გნახეთ, როცა „ივერიასთან“ მანქანით გადმომატრიალეთ იარაღით ხელში
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა