პირველ რიგში მოხსენით მთავარი პროკურორი – მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 19:23

პირველ რიგში მოხსენით მთავარი პროკურორი – მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს

ხალხს თქვენი სახით ძლიერი პოლიტიკოსის ნახვა უნდა და არა ვინმე მარიონეტის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის ექსგუბერნატორმა ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომლის ადრესატი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკია.

როგორც სააკაშვილი ამბობს, დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის დრო ამოწურულია და ხალხი პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკის აირჩევს.

„ძვირფასო ვლადიმირ ალექსანდრეს ძევ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, თქვენ ძალიან კარგად ჩაატარეთ ეს კამპანია, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ბინძურ ილეთებს იყენებენ. წინ რთული დებატები გელით, ამიტომ უნდა მოემზადოთ. მაგრამ ყველა ილეთების მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკოს დრო გავიდა და თქვენ ხართ უკრაინის მომავლის პრეზიდენტი“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც რუსულ ენაზეა ჩაწერილი.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მომავალი ბედი მნიშვნელოვანია და ამიტომ ზელენსკის რჩევას აძლევს. კერძოდ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში „პოროშენკოს მაფიოზური კლანის წევრების მოშორებას“ ურჩევს.

„ხალხი, რომელსაც თქვენ დაამარცხებთ, არის მაფია, რომელსაც საცეცები უკრაინის ყველა სფეროში აქვს ჩაყოფილი. თქვენ დრო არ გაქვთ, სწრაფად უნდა იმოქედოთ. პოროშენკო უკვე ავრცელებს ჭორებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, რამდენიმე თვეში ისინი დაბრუნდებიან, რომ მათ ექნებათ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, რომელიც შემდეგ თქვენ მოგაშორებთ“, – აცხადებს სააკაშვილი.

პირველ რიგში კი, სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მთავარი პროკურორის, იური ლუცენკოს გადაყენებისკენ მოუწოდებს.

„აუცილებელია, რომ უკრაინის მთავარ პროკურორად დაინიშნოს დემოკრატიის ცერბერი, რომელსაც ხალხი ენდობა და რომელიც მაშინვე შეუდგება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას. აუცილებელია ახალი ხალხი. აუცილებელია ისეთი ხალხი, რომელიც თქვენ დაპირებებს შეასრულებს“, – ამბობს სააკაშვილი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 19:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics