ბილწსიტყვაობის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, ნუკრი ქანთარია მას მხარს დაუჭერს

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ბილწსიტყვაობის საჯარო სივრცეში გამოყენება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს და ამისთვის გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ დაუმალავთ, რომ ხუნდაძემ რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, უპასუხა.

ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ინიციატივა იქნება დაყენებული, რომ ღია ეთერში ბილწი სიტყვები არ ხვდებოდეს, მხარს დაუჭერს.

„კარგი იქნება, თუ ამ კითხვებს ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით თქვენს დირექტორს დაუსვამთ იმიტომ, რომ ამღორძინებელი ბილწსიტყვაობის ბოლო ხანებში თავად იკვეთება. როგორც არ უნდა იყოს მისი მდგრადობა ჯანმრთელობისა, სულერთია, ეთერით გადაიცემა. ისე, “შე ცუდო ადამიანო”, “უსინდისო”… ეს სხვა საქმეა. წყევლა არ ვიცი, გააჩნია, რომელი კუთხის წყევლა უნდა ავიღოთ. “შენ მოუკვდე დედაშენს” – ასეთი? თუ “არ გენახოს ეს?” ესაც ახლა არაფერი ისეთი არ არის,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ტყვე მეზღვაურების გამო რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიაპირველ რიგში მოხსენით მთავარი პროკურორი – მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს