პარიზის ტაძრის ჩაქრობის ოპერაციაში რობოტიც იღებდა მონაწილეობას

პარიზის ღვთიმსშობლის ტაძრის მასშტაბური ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში, მეხანძრეებთან ერთად რობოტიც იღებდა მონაწილეობას, რომ ადამიანების სიცოცხლე რისკისქვეშ არ დაეყენებინათ.

როცა ნახეს, რომ ნოტრ-დამი შესაძლებელია ჩამოიშალოს, მეხანძრეებმა 500 კილოიანი რობოტის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს. მას კოლოსი ქვია. სახანძრო სამსახურების თავმჯდომარის გაბრიელ პლიუსის თქმით, კომპანია Shark Robotics-ის კოლოსმა გააკეთა ის, რომ შუა ცეცხლში მუშაობდა და ტემპერატურის დაწევაში დაეხმარათ.

რობოტს მეხანძრეების სრულიად შეცვლა არ შეუძლიათ. მეხანძრეები თვითონ მართავენ მას დისტანციური მართვის პულტით. კოლოსი ხანძრის ეპიდცენტრში მუშაობდა. სულ, პარიზის ღვთიმსშობლის ტაძრის ჩაქრობის ოპერაციაში 400 მეხანძრე იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაშიპირველ რიგში მოხსენით მთავარი პროკურორი – მიხეილ სააკაშვილი ვლადიმირ ზელენსკის მიმართავს
შემდეგი სტატიავენეციის კომისიამ კარგად იცის, რომ სისტემას კლანი მართავს