პირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 3880 ადამიანს გაუუქმდა – “საარჩევნოდ ხელისუფლება გარიგებაზე წავიდა”

პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, ანუ არჩევნების პირველი და მეორე ტურის პერიოდში, პირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 3880 ადამიანს გაუუქმდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ივაჭრა და მსჯავრდებულებს სტატუსი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ გაუუქმეს.

„პირობით მსჯავრდებულთა რიცხვი ყოველთვის იზრდებოდა და ის ფაქტობრივად არც ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ასე, რომ ასეთი დრამატული შემცირება პირობით მსჯავრდებულთა რიცხოვნობის, როგორც ჩანს პირდაპირ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს, მის მეორე ტურს, როდესაც ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვების სანაცვლოდ ჩაიდინა ყველანაირი სამართალდარღვევა. გამოიყენა სრულად ადმინისტრაციული რესურსი და როგორც ჩანს წავიდა გარიგებაზე პირობით მსჯავრდებულებთან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებში, მაგალითად 2016 წელს ეს რიცხვი პირიქით, ზრდადი იყო.

banner
წინა სტატიაშიეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს – დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დღეიდან დაიწყება