ეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს – დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე საუბრობს

ეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა დაავადება მძიმედ მიმდინარეობს – ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვირუსის გავრცელებაზე საუბრობს.

დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდება და მოისმენს ინფორმაციას, რა მდგომარეობაა გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში და გაიზარდა თუ არა კლინიკებში დაავადებულთა მიმართვიანობა.

“ავადობის მაჩვენებლები იკლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პიკი გადავლილი გვაქვს. დაკლებულია სასწრაფო დახმარების გამოძახებების და ამბულატორიული მიმართვების რაოდენობა, რაც ნამდვილად დადებითია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრივ დაავადების მიმდინარეობა შემსუბუქდება. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი დაწყების პირველივე საათების, პირველივე დღეების განმავლობაშ მიმართვა ოჯახის ექიმთან,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიკრიტერიუმები ორ ფორმატში გაიწერება- კობახიძე მოსამართლეების შერჩევაზე
შემდეგი სტატიაპირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 3880 ადამიანს გაუუქმდა – “საარჩევნოდ ხელისუფლება გარიგებაზე წავიდა”