“პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს,რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია.

„ადამიანების გარკვეული ჯგუფია, ვისაც მიაჩნია, რომ ამ საკითხზე გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა არსებობს, თუმცა, არსებობს სინოდის აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება. პოლიტიკა აბსოლუტურად არსად იკითხება და ვერც ამოიკითხება, რადგან თუ ვინმე რამე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობების მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა-რატი იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია-მაჭავარიანმა ბახტაძეზე თქვა, უტრაკო იყოო