ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა-რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე ძლიერი არგუმენტები აქვს.

„აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა. ამის თქმის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. მათ შევახსენებ, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ დაკავებული პირადობის მოწმობების გაყალბებით მრავალი წლის მანძილზე. ეს მათი ტაქტიკაა და ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამას არავინ იკადრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი ახალგორში შექმნილ ვითარებაზე რეაგირებას გაეროს უშიშროების საბჭოსგან ითხოვს
შემდეგი სტატია“პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია”