ინგა გრიგოლია-მაჭავარიანმა ბახტაძეზე თქვა, უტრაკო იყოო

“ტვ პირველის: გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა თავის წინამორბედ მინისტრებს უტრაკოები უწოდა.

“შეხვედრა რომ დავტოვე, მერე გავიგე. გაინტერესებთ, ვანო მაჭავარიანი რა სიტყვებს ეუბნებოდა მედიამენეჯერებს? წინამორბედებზე მან თქვა, ისინი იყვნენ უტრაკოებიო, გაიმეორა სამჯერ”,
– თქვა გრიგოლიამ და მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

ჟურნალისტის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“ამის გამო მქონდა მე პროტესტი. როდესაც მთავრობის წევრი ასეთი კრიზისული სიტუაციის დროს მედიამენეჯერებთან ამ სიტყვებს ხმარობს (მეტჯერ აღარ ვტყვი, რაც ვთქვი) ესაა ყველაზე შეურაცხმყოფელი. ეს სიტყვა მან წინამორბედ მინისტრზე თქვა და ვინ იყო წინამორბედი? ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე. ვანო მაჭავარიანმა იმ შეხვედრაზე ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ მამუკა ბახტაძე იყო უტრაკოო. ასეა ელაპარაკება მინისტრი ჟურნალისტებს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/452237275448661/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაში“პირადობის მოწმობებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკური არაფერია”
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსად გიორგი მათიაშვილი დაინიშნა